სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი
კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ-მ
საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით,
ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი. ტანრივერდი კ-მ
და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა-მ აღნიშნულ მოქალაქეს
ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის
სანაცვლოდაც 1400 აშშ დოლარი აიღეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ტანრივერდი კ. და ვილაიატ ა. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადების
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან
10 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიანიკა მელიამ გიგა ოთხოზორიას საფლავზე ხელისუფლებას უპრინციპო უწოდა (ვიდეო)