სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მისცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის
პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის
იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული
პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000
აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი
დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა
ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან
გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.
ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონის ოფიციალური მიმართვა სინოდს
შემდეგი სტატია,,იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კანდიდატურებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო”