სუს-ის ანგარიში პირდაპირი ლუსტრაციაა ხელისუფლების არასაკმარისი რეაგირების იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას

საპარლამენტო უმცირეობის წევრის ირაკლი აბესაძის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პირდაპირი ლუსტრაციაა ხელისუფლების არასათანადო და არასაკმარისი რეაგირების იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

როგორც ჟურნალისტებს აბესაძემ განუცხადა, დოკუმენტში საუბარია რუსეთის სერიოზულ მცდელობაზე, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს.

„ამის მიუხედავად, საუბარი არ არის იმაზე, რომელ მათგანზეა საუბარი და აიკრძალა თუ არა რომელიმე. ამასთან, საუბარი არ არის იმაზე, სახელმწიფო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ რას აკეთებს. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, მათ შორის ჩატაევის სპეცოპერაციასთან. როგორც ჩანს, ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირები ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არიან. ანგარიშში საუბარია მხოლოდ წვრილმან კორუფციაზე მაშინ, როცა საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მაღალი პოლიტიკური პირები და თავად ბიძინა ივანიშვილი პროცესებზე სერიოზულ გავლენას ახდენენ და საკუთარი გავლენით სახელმწიფოსგან სერიოზულ შეღავათებს იღებენ. ამ ყველაფერზე საუბარი „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშშიც იყო. საფრთხების ნაწილი იდენტიფიცირებული სწორად არის, მაგრამ მუხთარლის საქმეზე საერთოდ საუბარი არ არის”, – განაცხადა აბესაძემ.

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს, რომელსაც დეპუტატებს უწყების ხელმძღვანელი ვახტან გომელაური წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება
შემდეგი სტატიაჩვენი მოთხოვნაა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ ილურიძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს