სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა

სუს-ის ინფორმაციით, ჩატაევმა საცხოვრებელ ბინაში თავი აიფეთქა. ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე, რომ დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს – გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა – ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ი : ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ერთი პირი ახმედ ჩატაევია
შემდეგი სტატიასპეცოპერაციისას ჩატაევის ოჯახი საქართველოში არ იმყოფებოდა-სუსი