,,სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში“ – ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკურ პარტიას

რესპუბლიკურ პარტიას" კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებსრესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ სუს-ი და სპეცსამსახურები პოლიტიკოსებისთვის სპეციალური ჟანდარმერიაა, რომლებიც ასრულებენ არა თავის მოვალოებას, არამედ დაკავებული არიან პოლიტიკოსების კონტროლით.
ამის შესახებ სამნიძემ გადაცემა ,,განსხვავებული აქცენტების“ ეთერში განაცხადა.

იოსებ გოგაშვილთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სუს-ში მისი ჩართულობის გარეშე არცერთი თანამშრომელი არ ირიცხება.

,, სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებამ არ მოინდომა, რომ ეს სისტემა შეცვლილიყო და სუს-ი დღეს დაკავებული ყოფილიყო სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით და არა პოლიტიკოსების კონტროლით, რასთანაც გვაქვს საქმე,“ – აცხადებს სამნიძე.

სამნიძემ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინ სუს-ი პირდაპი ერეოდა კანდიდატების ფორმირების პროცესში.

„ვემზადებოდით თვითმმართველობის არჩევნებისთვის და სუს-ი იყო პირდაპირ ჩარეული ამ პროცესში. რესპუბლიკელებს მოგვიწია ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა ამასთან დაკავშირებით. ნინოწმინდის სიის შედგენის დროს, სუს-ი პირდაპირ ჩაერია და თქვა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არ დაამტკიცებდა და არ მისცემდა ამის საშუალებას ქართულ ოცნებას და ის მიაწოდებდა კანდიდატებს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც უნდა ჩაეწერათ, როგორც პარტიის წარმომადგენლები, ანუ გაკონტროლებული წევრები,“ – აღნიშნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავი 2-ის ექსკლუზიური დოკუმენტები – სესიაშვილის შვილის საქმეზე მიმოწერა სუს-სა და შსს-ს შორის
შემდეგი სტატია“მესამე მსოფლიო ომი 6 წლის წინ დაიწყო, ევროპა დასასრულს უახლოვდება”