სუს-ი სუპერმარკეტების ქსელების მფლობელ კომპანიებში და სადისტრიბუციო ოფისებში შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს და გადარიცხვებს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.














