სუს-ი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყების სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უწყების სპეცდანიშნულების რაზმის არც ერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია, – ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციის ოცეულმა ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში სერტიფიცირება მოიპოვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?