სუს-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფ. გვირგვინასმიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლიდან ფიქსირდება”,- ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპციო ღობის შიგნით საოკუპციოძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები.

“საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი.

უკანონო ე.წ. ბირდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„2 ოქტომბერს ხალხის ერთი ხმა წყვეტს გამოვიყენებთ თუ არა შანსს, რომ ეს პოლიტიკური უბედურება ჩამოვიცილოთ და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადავარჩინოთ“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს