სუს-ი – სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი უკანონოდ დააკავეს

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – საარჩევნო კონტექსტში მარადიული კითხვა გახდა – რა უნდათ საარჩევნო უბანზე კოორდინატორს? – ამაში არანაირი დარღვევა არ არის
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ახალგაზრდულ ფრთას ავალებენ, რომ 20:00 საათის შემდეგ საბჭოთა კავშირის ჰიმნით მოგვილოცონ გამარჯვება, ეს მდარე პროვოკაციაა