სუს-ი სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ 3 ადგილობრივის გატაცებას ადასტურებს

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, სოფელ აძვიდან 3 ადგილობრივი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან სამი ადამიანი დილით გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ. ოკუპანტებმა თავდაპირველად ეკლესიაში მყოფი ყველა პირი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით ბავშვები და ქალები გამოუშვეს, 3 მამაკაცი კი, გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშიირანში The Washington Post -ის კორესპონდენტი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს
შემდეგი სტატია„ინტენსიური კონსულტაციები გვექნება,“- ზურაბ ტყემალაძე საარჩევნო კოდექსის შესახებ საუბრობს