სუს-ი – საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს, რათა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სასტიკმა მკვლელობამ, ნათლად წარმოაჩინა საოკუპაციო რეჟიმის არაჰუმანური და დამნაშავეობრივი სახე. აღნიშნულმა უკიდურესად დააზიანა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების გარემო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის მძიმე შედეგები.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, მოქმედ საერთაშორისო ფორმატებსა და ინსტრუმენტებს რათა დანაშაულის ჩამდენი პირები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯაღმაიძე: დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული
შემდეგი სტატიადასაქმების სააგენტო – მუდმივ კომუნიკაციაში ვართ გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან, დაწყებულია ხარვეზების გამოსწორება, რომელიც მათ ადგილზე დახვდათ