სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმმა არ დაგვიდასტურა ახალგორის ჩაკეტვაზე ინფორმაცია არ დაგვიდასტურა

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანათაძის თქმით, ერგნეთში ტექნიკური სახის შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი შეიძლება ჩაიკეტოს.

ანთაძემ თქვა:

“მივიღე შემდეგი პასუხი. ზოგადად, როდესაც დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ ან ჩნდება ხოლმე მსგავსი ტიპის განცხადებები. არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი დღეს”.

რამდენიმე მედიას მოქალაქეებმა უთხრეს, რომ 3 სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა ჩაიკეტოს და რომ ამის შესახებ ისინი ოკუპირებული დაბის შესასვლელში მდებარე საგუშაგოზე დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს.

„უკვე მეორე დღეა, გვაფრთხილებენ ახალგორის შესასვლელში მოქმედ საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები, რომ ხვალ საღამოდან იკეტება დაბის შესასვლელი და მოძრაობა აიკრძალება, როგორც ფეხის მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. როცა ვეკითხებით, რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა, პასუხს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ისიც თქვეს, რომ შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს. ეს ძალიან ცუდ მდგომარეობას შექმნის, ახალგორიდან დევნილების უმრავლესობა ე.წ. პროპუსკებისსაშუალებით, ჩვენ სახლებში შესვლას დღემდე ვახერხებთ, ბევრი სულაც იქ ვცხოვრობთ. გარდა ამისა, პედაგოგების თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წეროვანიდან დადის ოკუპირებულ დაბაში, შესაბამისად, ვეღარც ისინი შევლენ. ახლა გამოვედი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ისევ შესვლას“, – უთხრა ინტერპრესნიუსს ახალგორიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ბიძინა გეგიძესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სპონტანური არ ყოფილა
შემდეგი სტატიაირაკლი ანთაძე – მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, ხაზი გაესვა აუცილებლობას, გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის