სუს-ი სახალხო დამცველის კანონიერ მოთხოვნას არ ასრულებს- ომბუდსმენის ანგარიში

2017 წლის ოქტომბრის თვიდან გამოიკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ტენდენცია, რაც არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში:
“საქართველოს სახალხო დამცველს აქვს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (და სხვა მსგავსი სამსახურების) მიერ მათი ფუნქციების შესრულების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვაზე. სამსახურის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობა და საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციაზე სახალხო დამცველის წვდომის შეზღუდვა კი ზეგავლენას ახდენს ჩვენი, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ქმედითობაზე და შეუძლებელს ხდის კონსტიტუციური ფუნქციების შესრულებას.” ნათქვამია ანგარიშში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

ომბუდსმენის ანგარიში სრულად

 

banner
წინა სტატიაში„ქართულ ოცნებაში“ სიმართლე დასჯადია – გოცირიძე
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე “ქართულო ოცნებას” კომპარტიასთან გაიგივებისთვის ბოდიშს უხდის