სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიასა და ოკუპირებული ცხინვალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი „გამპრავებელი“ ბოდიალი ამას არ უშველის, წერტილი
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არავის მოსვლია ეს იდიოტური აზრი – ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო