სუს-ი – მოვუწოდებთ ყველას, ვინც აპირებს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უარი თქვან განზრახვის აღსრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ, შეეგუონ მკაცრ სასჯელს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ, შეეგუონ მკაცრ სასჯელს, – ამის შესახებ სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს, უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

ამასთან, როგორც გაგნიძემ აღნიშნა, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიბახმაროში, თანხის სანაცვლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის ერთი პირი დააკავეს – კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული
შემდეგი სტატიაპოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა