6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

სუს-ი ასახელებს რამდენი ადამიანი რჩება უკანონო პატიმრობაში

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრის დაწყებამდე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ  დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი.

,,დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ უკანონო დაკავებებს, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტებს, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, დადგება საკითხი ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის, რომელიც ჯერ უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ – უკანონოდ გამოძევებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.

შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო დაკავების ერთი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 პირი, ასევე დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 7 შემთხვევა.

ამასთანავე, თავისუფალი გადაადგილების საკითხი არის ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი პუნქტი, ეს საკითხი რეგულარულად განიხილება და ბუნებრივია, მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეს საკითხი აუცილებლად იქნება გაჟღერებული, რათა მოსახლეობამ შეძლოს სასაფლაოებზე დაუბრკოლებლად გასვლა და უსაფრთხოდ სახლებში დაბრუნება“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ჩემი პროფესიის გამო მიწევს აქ ყოფნა