სუს-ი ამბობს, რომ ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’ გამოიყენეს მხოლოდ 4-5 დეკემბერს – დღეს მამუკა მდინარაძის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას”, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.
სუს-ში ამბობენ, რომ არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კეტეგორიას.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ებრაული კომპანიისგან არის შეძენილი 2007 წელს.
მამუკა მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“, რაზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
















