3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სუს-ი – 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2025 წლის 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”,- აღნიშნავს სუს-ი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმე ბოდვაა, მაგრამ რატომ აკეთებენ? – რომ ყველა მეტ-ნაკლებად გამორჩეული ლიდერი ერთად დაესვათ სასამართლოზე, ფოტო გავრცელებულიყო და ივანიშვილს ამომრჩევლისთვის ეჩვენებინა
შემდეგი სტატიანიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურას მიმართავს