სუს-ი დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2017 10:17

სუს-ი დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებს მომზადებულ დოკუმენტს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე წარუდგენს.
წინასწარი ინფორმაციით, მოსმენა მედიისთვის დახურულ ფორმატში გაიმართება. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, უშუალოდ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს სუსის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2017 10:17

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics