“სუს-ი არის პოლიტიკური პოლიცია” – ირმა ნადირაშვილი

ნაციონალური მოძრაობა ე.წ. ოდეერების შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომნაციონალური მოძრაობა ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე სუს-ის რეფორმირების საკითხს აყენებს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დააყენა წინადადება სუს-ის რეფორმირების შესახებ, მოვლენებმა თბილისის უნივერსიტეტში აჩვენა, რომ სუს-ი არის პოლიტიკური პოლიცია და მართავს პროცესებს თავისი ოდეერებისა და პოლიციის საშუალებით და არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთი ტიპის კომისიის შექმნას, მაგრამ დღეს პარლამენტში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს,“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს აკადემიურმა საბჭომ ლადო პაპავას საქმის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატია“საგარეჯოს არჩევნების საქმეზე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა” -პროკურატურის განცხადება