სუს-ი აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გერმანიის მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა:

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკანონოდ იქნა დაკავებული გერმანიის მოქალაქე. გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად.” ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ბრიტანელ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს
შემდეგი სტატიაცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში – ენმ-მ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა