სურსათის სააგენტომ ერთ-ერთი თურქული საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი შეაჩერა

სურსათის სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა. შესაბამისი ბრძანება სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან – Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret იმპორტირებული ფრინველის ხორცში, ერთი წლის განმავლობაში სალმონელა ორჯერ აღმოაჩინეს, რის გამოც ერთი წლის ვადით ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი უნდა შეჩერდეს.

ბრძანება უკვე ამოქმედებულია და შესაძლოა გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

banner
წინა სტატიაშიგარისა და მეგანის ქორწილი (ფოტორეპორტაჟი)
შემდეგი სტატიარამდენია იმის ალბათობა, რომ ელექტრო სიგარეტი მოგკლავთ