11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) არაგეგმურად შეამოწმეს.

,,ფიზიკური პირი, ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები”,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
შემდეგი სტატიააბაშის მუნციპალიტეტში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა