33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში – შპს “კობი თევზი” ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები: ვადაგასული სურსათი, ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკასპი-კავთისხევის გზაზე ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით