19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

,,სწრაფი კვების ობიექტში – შპს „ფლოვ თბილისი“ (მისამართი: თბილისი, კანდელაკის ქუჩა N6) გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. დარღვეული იყო ასევე სურსათის ეტიკეტირების წესი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

განმეორებითი დარღვევებისა და რეგისტრაციის არქონის გამო გამო დაჯარიმდა შპს „რ ნ ა ენთერფრაისიც“ (მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N2). ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ორივე კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები”,- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ, „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიაTI- 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარიდან „ქართულ ოცნებას“ 2.4 მილიონი ლარი შესწირეს