14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს “ანაკლიაში“ კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს ,,ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა N77) არაგეგმურად შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს“,– ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე, მძღოლებს მართვის მოწმობით მინიჭებული ქულები შეუმცირდებათ- რას მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა