25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი კოპიტნარი) კუთვნილი საწარმო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ობიექტზე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილაზარე ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა პირები გამოკითხვაზე დაბარებულნი არიან
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძის თქმით ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება