15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს.

ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე;

,,ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები”,-
აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიაშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6660 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაისრაელ კაცი: „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს თუ განაგრძობს, ისრაელი ბეირუთში, დაჰიეს რაიონს დაარტყამს