12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.

ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს.

არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ოდესაზე მორიგი დარტყმა განახორციელა – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის თქმით, ირანს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება სურს