17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. 

“სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს. ინსპექტირებისას სასაკლაოზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე, რის გამოც შპს „ფაჩუჩას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვზრდით ფასს რუსეთის აგრესიისთვის” – უკრაინამ რუსეთის ნავთობმრეწველობის ობიექტებსა და ავიაბაზას დაარტყა
შემდეგი სტატია“თავი შეიკავეთ ცრუ ინფორმაციისგან” – პენიტენციური სამსახურის განცხადება ზოდელავას კლინიკაში გადაყვანაზე