15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.

სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: აბაშა, სოფელი პირველი მაისი,) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.

,,არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც. ინდივიდუალური მეწარმეები ე. ბ. და ა. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ კარალეთი) საქმიანობდნენ აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ობიექტებზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც. დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული ფრინველის ხორცი.

მსგავსი ფაქტები გამოვლინდა წყალტუბოსა და გარდაბანშიც, სადაც ფიზიკური პირები ი. ზ. (მის: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გეგუთი, ავტობანის მიმდებარედ) და თ. შ. (მის: გარდაბანი, სოფ. სართიჭალა) საქმიანობას შესაბამისი აღიარებისა და ვეტერინარული კონტროლის გარეშე ეწეოდნენ. ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს,”- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი იცვლება, პარტიების აკრძალვა ისედაც ჰქონდათ მათ გადაწყვეტილი
შემდეგი სტატიასამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად მიმდინარეობს