23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

“თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს.
ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:
ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა;
არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია;
ინფრასტრუქტურის გაუმართაობა;
ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი დაჯარიმდა და სწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ სამოქალაქო გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა შორის 4 ინდოეთის მოქალაქეა
შემდეგი სტატიასაქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – TI