სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ბიზნესოპარატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე, ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორნში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამინის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგების გამოცდის შედეგებში პრობლემას ვერ ხედავს
შემდეგი სტატიადემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ გოდერძი თევზაძეს პატიმრობა შეეფარდა