სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

მიმდინარე წელს აჭარის,შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო დაჯარიმდა 52 ობიექტი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, რომ ფერმერების და შინაური ცხოველების მეპატრონეების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი.

სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიპოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომანქანა შეემატა
შემდეგი სტატიაგანათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოში სამწლიანი პროგრამა იწყება