25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაქვში მდებარე ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გეგმური კონტროლის ფარგლებში დაბა ჩაქვში, თამარ მეფის ქუჩა N34-ში მდებარე ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატები აღმოაჩინეს.

სააგენტოს ცნობით, ამოღებულია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება „პიხტის მალამო“, ანტიმიკრობული და სადეზინფექციო საშუალება „იოძეფის ხსნარი“, ასევე ანტიპარაზიტული საინექციო ხსნარი „Prius“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვადაგასული პრეპარატები სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

უწყება აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ვეტერინარული კლინიკებისა და აფთიაქების კონტროლი შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გრძელდება და ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად წარმართონ, დაიცვან პრეპარატების რეალიზაციის ვადები და მათი შენახვის პირობები.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – „სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
შემდეგი სტატიამოსკოვის ოლქის ქალაქ ლიუბერცში ელექტროქვესადგურში ხანძარი გაჩნდა