20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს.

აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.

,,კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვადაგასული სურსათი კი შემდგომი განადურების მიზნით დაილუქა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით”,- წერს სურსათის ეროვნული სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: განაჩენი, რომელიც ხვალ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ უნდა გამოაცხადოს, „წინასწარ არის დაწერილი”
შემდეგი სტატიაწინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება