13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბაღდათში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.

როგორც სეს-ი იტყობინება, ინდივიდუალური მეწარმე ა. მ. (მის: ბაღდათის რაიონი, სოფელი როხი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

ამასთან, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია (აღიარებას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ჩამონათვალი იხილეთ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (მუხლი 13).

banner
წინა სტატიაშისტატისტიკის ეროვნული სამსახური: 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა
შემდეგი სტატიამარტვილში არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს