11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური სასაკლაოები აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

შპს „ატო” (მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ფანასკერტელ-ციციშვილის 29) ფერმის ტერიტორიაზე ფრინველის დაკვლას ახორციელებდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის უხეში დარღვევით.

ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა მინიჭებული სააგენტოს სავალდებულო აღიარება და საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს (მის: თამარ მეფის N15) ფრინველთა სასაკლაოზეც. ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება. ობიექტზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით დაკლული 80კგ ფრინველის ხორცი.

ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ ოლიმპიელს ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარება აუკრძალა
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” – კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 3 ქულით შემცირდა – ქვეყანას ასეთი დაბალი ქულა 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია