გარდაიცვალა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავცელებს.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უდიდესი გულისტკივილით და ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ჩეკურაშვილი – პროფესიონალიზმით, უდიდესი გამოცდილებით, ავტორიტეტითა და ადამიანური ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, რომელიც სააგენტოს 10-ზე მეტი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ჩეკურაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პოსტს ორჯერ: 2012 წლიდან 2014-მდე და 2016 წლის აპრილიდან იკავებდა.
2014 წლიდან 2016 წლამდე კი ჩეკურაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველის თანამდებობაზე იყო.


















