„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს,“ კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზედ დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ – ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ – სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2).

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს უსაფრთხოების საკითხი ნატო-ში ინტეგრაციაზე გადის“ – ოპოზიცია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მიესალმება
შემდეგი სტატიარუსული ანექსია ს – 9 პოლიტიკური პარტია საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს