სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის ფაქტზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა.

“სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას. აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა”, – წერს სააგენტო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს.

banner
წინა სტატიაშიშსს: ბათუმში კაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიათქვენ ხართ მთავარი ნარკოტიკის ბარიგები, თქვენს გარეშე ნარკოტიკი ვერ შემოვა – ხაბეიშვილი