სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დასადგენად მონიტორინგის სისტემებს განათავსებს

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის მასშტაბით ბაღებსა და სკვერებში მონიტორინგის სისტემებს განათავსებს, რომლებიც აზიური ფაროსანას გავრცელების არეალს დაადგენს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიგეგმება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ბიოლოგიური პესტიციდის გამოყენებით.

”პროცესი უკვე დაწყებულია და სრული სურათი რამდენიმე დღეში გვექნება”, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

მისივე თქმით, ცხელ ხაზზე ზარები ძალიან გახშირდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში აზიური ფაროსანას არსებობა არ დასტურდება.

”მოსახლეობა ძალიან გააქტიურებულია და სატელეფონო ზარებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა. თბილისის მასშტაბით, ჯერჯერობით მხოლოდ ვაკის პარკშია დაფიქსირებული აზიური ფაროსანა”, – განაცხადა ნიკოლოზ მესხმა.

მისივე განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და აუცილებელია მისი განადგურება, ვინაიდან ”ერთი ფაროსანას განადგურება ნიშნავს რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს”.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს 17 ოქტომბერს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი იოანე – გიორგი მამალაძის საქმეს ეკლესია შეისწავლის, ეკლესიას თავისი სამართალი აქვს