სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის მარკირების კონტროლს ააქტიურებს

news
ავტ.: news დეკემბერი 29, 2016 12:14

სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის მარკირების კონტროლს ააქტიურებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში კვერცხის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბიზნესოპერატორებს მიაწოდეს ინფორმაცია და რეკომენდაციები კვერცხის სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით.

ბიზნესოპერატორი ვადლებულია, მის მიერ წარმოებულ კვერცხზე ზუსტად მიუთითოს სურსათის გამოშვებისა და ვარგისიანობის ვადა.

„მნიშვნელოვანია რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია სამომახმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ. აგრეთვე, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დარღვევები. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესსექტორთან“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების 15 ინსპექტირება ჩაატარა, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 30 ნიმუში, განხორციელდა 39 დოკუმენტური შემოწმება.

შემოწმების შედეგად, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის რვა ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

news
ავტ.: news დეკემბერი 29, 2016 12:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics