9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

სურსათის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში, სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; რვა შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.

„ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ვნახოთ, რას გადაწყვეტს პარლამენტი” – “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის არცნობა შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა