სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებს.

სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას ისახავს, რისი რისკიც სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მატულობს.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში ჩაატარა, არაგეგმურად შემოწმდა – ორი, ხოლო გადამოწმდა – 50 ბაზარი.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებები ერთ აგრარულ ბაზარს მიეცა.

2016 წლის პირველი იანვრიდან აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში, რომელიც სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს არეგულირებს.

რეგლამენტი მოსახლეობისთვის რისკების შემცირების მიზნით და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად მომზადდა, რაც მისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებასა და ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებებისაგან დაცვას ითვალისწინებს.

რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშივერ განხორციელდა გვამების პოვნა, თუმცა ეს მკვლელობა უნდა დაკვალიფიცირდეს დასრულებული მკვლელობით- შოთაძე
შემდეგი სტატიაოზურგეთში 40 წლის მამაკაცი მოკლეს