სურამში, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდილი წყალი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა და შედეგად ადგილობრივების სახლები დაიტბორა. მოსახლეობას წყალი ეზოებში, სარდაფებსა და სახლის პირველ სართულებზე შეუვარდა. სახურავი გადახადა ძლიერმა ქარმა ყოფილი სანატორიუმის შენობას, სადაც დღეს დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს.
ადგილებზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. ზარალის დათვლას ხაშურის მერიაში დღეიდან დაიწყებენ.