სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს მოკლულის მეზობლებმა განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიებას 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში, ტყის მასივზე ხანძრის ქრობის სამუშაოები ვერტმფრენის დახმარებით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს სოფო გორგოძე ადგილზე გაეცნო