სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2018 22:02

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

ა.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში დღეს იმყოფებოდა.

სპეციალური ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელობითაა დაკომპლექტებული.

„მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების დეტექციისა და ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ა. ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2018 22:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics