დღეს დილით ავტობანზე, სურამი-ოსიაურის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოძრავი ტრაილერი გზიდან გადავიდა და გადავარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
















