„სუფთა სახლი“ განცხადებას ავრცელებს

“ძვირფასო მომხარებლებო,ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.
„სუფთა სახლი“ მთელი ამ დროის განმვალობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს. ასევე მადლობას ვუხდით „სუფთა სახლის“ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად არსებული მაღალი რისკებისა, მზად იყო ბოლომდე დარჩენილიყო მომხმარებლის სამსახურში. იმ პერიოდში როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დავბრუნდეთ თქვენს სამსახურში”-აღნიშნულია მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სუფთა სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანი ნადირაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც „სუფთა სახლი ” ვერ მოხვდა ნებადართულ კომპანიათა სიაში, მაშინვე გაგზავნა მოთხოვნა საქმიანობის გაგრძელების შესახებ ეკონომიკის სამინისტროში და ეს ეხება როგორც ფილიალების მუშაობას, ასევე ე.წ. დელივერის სერვისის მიმართულებას, თუმცა ჯერჯერობით უწყებიდან „სუფთა სახლს” თანხმობა მიღებული არ აქვს. მისივე თქმით, „სუფთა სახლი” მუშაობას შესაბამისი ნებართვის მიღებისთანავე განაახლებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიალენტეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის მიერ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება